კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებგვერდზე შემოსვლის დროს, “Financial Interest Creator”-ის (შემდგომში - “FinIc”) სისტემა ავტომატურად აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს (მომხმარებელთა) ვიზიტს და იმ ინტერესებს, რომელსაც ჩვენს საიტზე ყოფნისას ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უპრიანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენს ინტერესებსა და პრეფერენციებს, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად გაგრძნობინოთ. ჩვენს საიტზე, თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში, თქვენს შესახებ შეგროვებულ, დამუშავებულ ან/და გამოყენებულ პერსონალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ვუფრთხილდებით და ვიცავთ. ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით (შემდგომში - პოლიტიკა), რომელიც, თავის მხრივ, შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე Finic.ge და შეგიძლიათ გაეცნოთ მას შეუფერხებლად.

თანხმობა კონფიდენციალობის პოლიტიკაზე

გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ თქვენ დაადასტურეთ და დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ პოლიტიკას. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცანით მას რეგულარულად. იმისათვის, რომ მოიძიოთ ინფორმაცია, თუ ბოლოს როდის განახლდა კოლფიდენციალობის პოლიტიკა, იხილეთ დოკუმენტის ბოლო აბზაცი.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

“FinIc”-ის, მისი შვილობილი კომპანიებისა და აფილირებული პირებისათვის (შემდგომში - “FinIc” ან „ჩვენ“) ძალზედ მნიშნელოვანია იმ პირების პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ვებგვერდით. შესაბამისად, “FinIc”-მა შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმისათვის, რომ მომხმარებლება გამოარკვიონ თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება საიტის გამოყენების დროს და რა მიზეზით შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან/და სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. “FinIc”-ი, ასევე, იღებს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი და მიზანშეწონილი. კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც “FinIc”-ი მოიპოვებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან “FinIc”-თან აფილირებული პირები, თუმცაღა, ასეთ ვებგვერდებთან (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები) კავშირი “FinIc”- ის ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი. ასეთი ვებგვერდების გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ, გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგანაც “FinIc”-ს არ აქვს გავლენა მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკასა თუ პოლიტიკაზე, შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ეხება მხოლოდ “FinIc”-თან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან/და სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან/და რეგულაციას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ “FinIc”-ის ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგ: შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, “FinIc”-ს ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ესტუმრეთ, ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა). დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით “FinIc”-ის ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით, “FinIc”-ი თქვენს პერსონალურ მონაცემებს იყენებს:

  • ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების, მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • “FinIc”-ის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

“FinIc”-ი იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე არსებულ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

“FinIc”-ი იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies) ან/და თეგებს (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები თუ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს. ზემოაღნიშული ტექნოლოგიები გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა კონკრეტულად თქვენზე მორგებული ისეთი პრეფერენციებით, როგორიც, მაგალითად, გამოგიყენებიათ ჩვენს ვებგვერდის სხვა დროს სტუმრობისას. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზეც “FinIc”- ს ნებას არ რთავთ. გაითვალისწინეთ, რომ მზა ჩანაწერების შენახვით, ისინი, ასევე, ვრცელდება “FinIc”-ის ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც, თუმცა, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ- ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან/და “FinIc”-ს ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერები, შესაძლოა, დაიკარგოს. ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს, გსურთ თუ არა გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების ან/და მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ- ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს “FinIc”-ის ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულად ფუნქციონირებაზე.

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად “FinIc”-მა შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან/და “FinIc”-ისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც “FinIc”-ის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა. ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

“FinIc”-მა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ “FinIc”-ის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან/და განადგურებისგან.

როგორი პოლიტიკა გვაქვს "FinIc"-ს მიერ და "FinIc"-სთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებების შენახვასთან დაკავშირებით?

“FinIc”-ის მიერ და “FinIc”-ისთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) სისტემა ავტომატურად ინახავს სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ “FinIc”-ი იცავს გონივრული ტექნიკური და შესაბამისი ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) უფლებამოსილი პირების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). გაითვალისწინეთ, რომ პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ასევე, ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

“FinIc”-ის მიერ და “FinIc”-ისთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) სისტემა ავტომატურად ინახავს სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ “FinIc”-ი იცავს გონივრული ტექნიკური და შესაბამისი ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) უფლებამოსილი პირების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). გაითვალისწინეთ, რომ პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ასევე, ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.

როგორია ჩვენი პოლიტიკა 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკვაშირებით?

გაითვალისწინეთ, რომ “FinIc”-ი არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, “FinIc”-ისთვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]

კონფიდენციალობის პოლიტიკაში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2024 წლის 7 თებერვალს.