შეთანხმება მომსახურების შესახებ
(ფიზიკურ პირთათვის)
წინამდებარე შეთანხმება მომსახურების შესახებ (შემდგომში - შეთანხმება) წარმოადგენს “Financial Interest Creator”-სა (შემდგომში - ჩვენ/“FinIC”-ი) (ს/კ 404673545) და თქვენს, “FinIC”-ის პლატფორმით მოსარგებლე პირს (შემდგომში - მომხმარებელი), შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ “FinIC“-ის ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. “FinIC”-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს “FinIC”-ის ნებისმიერ სერვისს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ, ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
“FinIC”-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს “FinIC”-ის ნებისმიერ სერვისს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ, ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
- “FinIC”-ი და მომხმარებელი ერთობლივად იწოდებიან, როგორც მხარეები, ხოლო ცალ-ცალკე, როგორც მხარე;
- ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის “FinIC”-ის პარტნიორი არის იურიდიული პირი, რომელიც “FinIC”-ის ვებგვერდზე/აპლიკაციაში პერიოდულად განათავსებს სხვადასხვა სიახლეებს და შეთავაზებებს, რომელიც დაკავშირებულია ფულადი სახსრების დაზოგვასთან, განწილვადების, ნაწილ-ნაწილ გადახდის, შიდა განვადების, საშეღავათო პირობებით სარგებლობასთან, ე.წ. ქეშბექ აქციებით სარგებლობასთან, დამატებითი მომსახურებების, ფასდაკლებების, დაგროვებითი ბონუსების/ქულების ან/და სხვა ისეთი მომსახურებების/ბენეფიტების მიღებასთან, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ამა თუ იმ საბანკო და ლოიალობის ბარათის გამოყენებით;
- “FinIC”-ი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სადაც თავმოყრილია საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. მომხმარებელს (შემდგომში - მომხმარებლ(ებ)ი) “FinIC”-ის პლატფორმის გამოყენებით შეუძლია გაეცნოს გადახდის პირობებს ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: მაღაზია, რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, სახელოსნო, კლინიკა, კინო, თეატრი, კლუბი და ა.შ. “FinIC”-ის დახმარებით შესაძლებელია ობიექტების მისამართების, აღწერების, შეთავაზებების, ფასდაკლებების, სიახლეების და დაგეგმილი ივენთების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
- წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, პლატფორმის გამოყენებით მიიღოს ინფორმაცია პარტნიორების ობიექტების ფილიალების ლოკაციების, სამუშაო საათების, სხვადასხვა დამატებითი სარგებლისა და სიახლეების შესახებ (შემდგომში - ბენეფიტ(ებ)ი),
- “FinIC”-ი არ წარმოადგენს მხარეს პარტნიორსა და მომხმარებელს შორის. “FinIC”-ის ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ყველანაირი პრეტენზიის/საჩივრის/სარჩელის/მოთხოვნის მიმღებ მხარეს წარმოადგენს უშუალოდ “FinIC”-ის ის პარტნიორი, რომელმაც განათავსა ესა თუ ის პროდუქცია და შეთავაზება;
- ნებისმიერი სამართლებრივი, ფინანსური ან სხვაგვარი ურთიერთობა პარტნიორსა და მომხმარებელს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, “FinIC”-ის მონაწილეობის გარეშე. პარტნიორი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტისა თუ შეთავაზების შესახებ ინფორმაციის უტყუარობის, სიზუსტისა და შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზიის ადრესატი ერთპიროვნულად არის მხოლოდ პარტნიორი;
- იქიდან გამომდინარე, რომ “FinIC”-ის ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულია პარტნიორების შეთავაზებები, ის არ იძლევა გარანტიას მის პლატფორმებზე განთავსებული/რეკლამირებული პროდუქტის არსებობაზე, შინაარსზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან/და კანონიერებაზე, შეთავაზების სიზუსტეზე და მათ ცვალებადობაზე. შესაბამისად, პარტნიორი ერთპიროვნულად და სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტისა თუ შეთავაზების შესახებ ინფორმაციის უტყუარობის, სიზუსტისა და შესაბამისობის თაობაზე.
1.შეთანხმების საგანი
1.1.წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, “FinIC”-ის მომსახურებით სარგებლობაზე ნების გამოხატვით თქვენ თანხმობის დაფიქსირებისთანავე ეცნობით და ადასტურებთ, რომ “FinIC”-ის მომსახურება მოიცავს, “FinIC”-ის ვებგვერდზე/აპლიკაციაში “FinIC”-ის პარტნიორების მიერ განთავსებულ სხვადასხვა სახის ბენეფიტებზე მოცემული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას;
1.2.თქვენ ეცნობით და ადასტურებთ, რომ “FinIC”-ი წარმოადგენს მხოლოდ “FinIC”-ის პარტნიორების მიერ განთავსებული კონკრეტული ინფორმაციის გამტარს, შესაბამისად, ის არ იძლევა გარანტიას მის პლატფორმებზე განთავსებული/რეკლამირებული პროდუქტის არსებობაზე, შინაარსზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან/და კანონიერებაზე, შეთავაზების სიზუსტეზე და მათ ცვალებადობაზე და “FinIC”-ი არ წარმოადგენს რაიმე სახის პრეტენზიის/სარჩელის/საჩივრის ადრესატსა და დავის მხარეს. ნებისმიერი სახის პრეტენზიის ადრესატი ერთპიროვნულად არის მხოლოდ პარტნიორი.
2.განცხადებები და გარანტიები
2.1.წინამდებარე შეთანხმების პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
2.1.1.გააჩნია სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.1.2.გაეცნო წინამდებარე შეთანხმებას, კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკას და საიტის მოხმარების პირობებს და ეთანხმება მათ პირობებს;
2.1.3.იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.4.მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი, არ არის მცდარი ინფორმაციის შემცველი და არის ზუსტი და უტყუარი;
2.1.5.არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის და არა მხოლოდ ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში;
2.1.6.წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში “FinIC”-ი უფლებამოსილია მოიძიოს, გადაამოწმოს ან/და დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ სათანადო ინფორმაცია;
2.1.7.იქნება სრულად პასუხისმგებელი მის მიერ გაცხადებული გარანტიების დარღვევასა თუ შეუსრულებლობაზე.
2.1.8.არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
2.1.8.1.არღვევს წინამდებარე შეთანხმებას, კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკას და საიტის მოხმარების პირობებს;
2.1.8.2.არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან/და თაღლითური;
2.1.8.3.არღვევს, ზღუდავს ან/და ლახავს სხვების უფლებებს;
2.1.8.4.არღვევს, ართულებს, აზიანებს, ზღუდავს ან/და ლახავს პლატფორმას ან მისი ცალკეული ფუნქციონალის სათანადოდ მუშაობას;
2.1.9.“FinIC”-ი არ არის პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორსა და თქვენს შორის არსებული შეთანხმების მხარე. იგი წარმოადგენს მხოლოდ პლატფორმის მფლობელს, რომელიც პარტნიორს აძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ სხვადასხვა სახის ბენეფიტები ან/და სიახლეები და რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ ასეთი ბენეფიტებით. წინამდებარე პუნქტით და ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოებები ცალსახად გამორიცხავს “FinIC”-ის პასუხისმგებლობას ორივე მხარის მიმართ. შესაბამისად, “FinIC”-ი არ არის პასუხისმგებელი მათ შორის:
2.1.9.1.პარტნიორსა და მომხმარებელს შორის ვალდებულებების სწორ, თანმიმდევრულ და ჯეროვან შესრულებაზე ან შეუსრულებლობაზე;
2.1.9.2.პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, სიზუსტეზე, აღწერაზე, შესაბამისობაზე ან/და სხვა ქმედებებზე და ასეთის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
2.1.9.3.პარტნიორის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან/და შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
2.1.9.4.პლატფორმაზე განთავსებულ შეთავაზებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
2.1.9.5.პარტნიორსა და მომხმარებელს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;
2.1.9.6.პარტნიორის მიერ მიყენებულ ზიანზე;
2.1.9.7.პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგებზე;
2.1.9.8.მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლების დარღვევით დამდგარ ისეთ შედეგებზე, რომელიც დაკავშირებულია მცდარი ან/და არაზუსტი ინფორმაციის განთავსებასთან;
2.1.9.9.პლატფორმაზე განთავსებულ ისეთ შეთავაზებზე, რომელიც არღვევს მესამე პირების საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებებს;
2.1.9.10.სხვა ისეთ ვალდებულებებზე, რომელიც წარმოშობილია პარტნიორსა და მომხმარებელს შორის რომელიმე სამართლებრივი ურთიერთობიდან.
2.2.“FinIC”-ი წინამდებარე შეთანხმებას დებს მხოლოდ ამავე შეთანხმებით გათვალისწინებულ განცხადებებსა და გარანტიებზე დაყრდნობით. შესაბამისად, შეთანხმების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს საკმარის საფუძველს “FinIC”-ის მიერ შეთანხმებით ან/და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
2.3.“FinIC”-ი სრულად თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პარტნიორსა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულებების დარღვევით;
2.4.პარტნიორსა და მომხმარებელს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის/მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, “FinIC”-ი სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ ან შესაძლოა მომავალში წარმოეშვათ.
3.მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაცია
3.1.მომხმარებელს პლატფორმებით სარგებლობა და მათში განთავსებული ინფორმაციის სრულყოფილად მიღება შეუძლია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად პლატფორმებზე დარეგისტრირების შემდეგ;
3.2.პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებას, კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკას და საიტის მოხმარების პირობებს. თითოეული მათგანი განთავსებულია ამავე საიტზე და არის საჯარო;
3.3.პლატფორმაზე რეგისტრაციისას სავალდებულოა მასში მოცემული ველების სრულყოფილად და სწორად შევსება;
3.4.მხარეთა შორის შემდგომი კომუნიკაციის მიზნებისათვის, რეგისტრაციისას მითითებული ელ.ფოსტა ჩაითვლება საკონტრაქტო ელ.ფოსტად;
3.5.თქვენ, პლატფორმაზე რეგიტრაციის შედეგად, საკუთარ ანგარიშს მართავთ ლოგინისა და პაროლის მეშვეობით;
3.6.ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელებულია თქვენი ანგარიშის მეშვეობით, ჩაითვლება თქვენ მიერ განხორციელებულ ქმედებად და მასზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ერთპიროვნულად თქვენ;
3.7.პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ სრულ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე და ანგარიშის მართვაზე. საიდენტიფიკაციო ან/და სხვა მონაცემების ცვლილების შემთხვევაში კი ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ განაახლოთ ასეთი მონაცემები;
3.8.პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ:
3.8.1.“FinIC”-ი არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე;
3.8.2.კისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასა თუ უმოქმედობაზე;
3.8.3.არ არღვევთ არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს.
3.8.4.დაიცავთ “FinIC”-ის ინტერესებს და აუნაზღაურებთ მას წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.8.5.უზრუნველყოფთ თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეს და განახლებას. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მხარეები ადასტურებენ, რომ “FinIC”-ი არ არის პასუხისმგებელი ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. “FinIC”-ი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ასეთი მონაცემების სისწორის დადასტურება ან სხვაგვარი მტკიცებულებების წარმოდგენას.
4.ავტორიზაცია
4.1.პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ, სერვისით სარგებლობისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია, რათა შეძლოთ პირადი ანგარიშის გამოყენება;
4.2.ავტორიზაცია ხორციელდება რეგისტრაციისას დაფიქსირებული ელ.ფოსტის და პაროლის საშუალებით.
5.მომსახურების საფასური
5.1.წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლისათვის სრულიად უფასოა.
6.მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი
6.1.მომხმარებელი უფლებამოსილია:
6.1.1.წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, პირადი ანგარიშის მეშვეობით, მიიღოს პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებლებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის შეთავაზებები და სიახლეები;
6.1.2.პლატფორმაზე წარმოქმნილი ხარვეზის გამოსასწორებლად მიმართოს “FinIC”-ს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
6.1.3.მოსთხოვოს “FinIC”-ს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
6.1.4.განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
6.2.მომხმარებელი ვალდებულია:
6.2.1.კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები;
6.2.2.არ გადასცეს პლატფორმაზე არსებული მისი პირადი ანგარიში (პროფილი) მესამე პირს;
6.2.3.საიდენტიფიკაციო მონაცემებში ცვლილების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს იმავე კალენდარულ დღეს, განახორციელოს ასეთი შეცვლილი მონაცემ(ებ)ის შესაბამისობაში მოყვანა “FinIC”-ის პლატფორმაზე არსებულ პირადი მონაცემების ველში რედაქტირების გზით. “FinIC”-ი არ იქნება პასუხისმგებელი ასეთი ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ რომელიმე ზიანზე;
7.მხარეთა პასუხისმგებლობები და “FinIC”-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1.“FinIC”-ის სერვისითა და პლატფორმით სარგებლობა არის ნებაყოფლობითი. პლატფორმაზე რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე შეთანხმების შინაარს და ეთანხმება მასში ასახულ ვალდებულებებს;
7.2.“FinIC”-ი უზრუნველვყოფს მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და მონდომებით, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, ყოველგვარი დამატებითი პასუხისმგებლობის აღების გარეშე. “FinIC”-ი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან/და შეფერხებების გარეშე;
7.3.იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე განთავსებულია რაიმე სახის რეკლამა ან/და ნებისმიერი სახის ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული “FinIC”-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციად, რჩევად ან/და თხოვნად პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის/გაყიდვის თაობაზე. “FinIC”-ი არ ადასტურებს ასეთი მესამე პირის მონაცემების ან/და ინფორმაციის შინაარსსა და სიზუსტეს და არ ადასტურებს, რომ ბმული/ლინკი არ შეიცავს ვირუსებს ან დამაზიანებელ კოდებს;
7.4.“FinIC”-ი აცხადებს, რომ ის არ არის და არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან რაიმე სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა თუ ზიანისთვის, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე პლატფორმის გამოყენებასთან, მათ შორის და არა მხოლოდ:
7.4.1. ზიანისთვის, მოგების/მოსალოდნელი მოგების დაკრგვისთვის, ბიზნესის დაკარგვისთვის ან/და სხვა ფულადი თუ სხვაგვარი დანაკარგისათვის;
7.4.2.პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ისეთი ლინკის/ბმულის გამოყენებისგან დამდგარი ზიანისთვის, რომელიც არ წარმოადგენს უშუალოდ “FinIC”-ის პლატფორმას. აღნიშნულზე სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია უშუალოდ პარტნიორი;
7.4.3.აღნიშნულზე სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია უშუალოდ მომხმარებელი;
7.5.“FinIC”-ი მომხმარებლის წინაშე არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ისეთ ქმედებებსა თუ გარემოებებზე, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორის მიერ განთავსებულ შეთავაზებასთან, მათ შორის და არა მხოლოდ:
7.5.1.ისეთ ქმედებებზე, რომელიც დაკავშირებულია განთავსებულ შეთავაზებაში ცვლილების განხორციელებასთან, შეჩერებასთან ან/და შეწყვეტასთან;
7.5.2.შეთავაზების ფარგლებში არსებული ნებისმიერი პროდუქტის ხარისხზე, ქარხნულ წუნზე ან/და შეთავაზებასთან მის შესაბამისობაზე/შეუსაბამობაზე;
7.5.3.პარტნიორის მიერ მომსახურების ხარისხზე და შეთავაზებასთან მის შესაბამისობაზე/შეუსაბამობაზე;
7.5.4.საგარანტიო პირობებზე;
7.5.5.ნაკლიანი პროდუქციის რეალიზაციაზე;
7.5.6.შეთავაზებით განსაზღრული ბენეფიტების მიღებაზე, არასრულად მიღებასა თუ მიუღებლობაზე.
7.5.7.წინამდებარე პუნქტით განსაზღრული ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელია უშუალოდ პარტნიორი.
8.მოქმედების ვადა
8.1.წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს რეგისტრაციის გაუქმებამდე;
9.მარეგულირებელი კანონმდებლობა
9.1.წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
9.2.მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
10.კომუნიკაცია
10.1.ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმებასთან, მხარეების მიერ უნდა იქნას გაგზავნილი წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ოფიციალურ მისამართზე;
10.2.პლატფორმაზე რეგისტრაციით მხარეები ადასტურებენ, რომ ნებისმიერი კორესპონდენცია, რომელიც ხორციელდება მხარეებს შორის ამავე შეთანხმებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იურიდიული ძალის მქონეა და გააჩნია ისეთივე ძალა, როგორიც ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებას;
10.3.პლატფორმაზე რეგისტრაციით მხარეები ადასტურებენ, რომ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად მისი გაგზავნის დღის მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დადასტურებული მისი მიღება მიმღები მხარის მიერ;
10.4.მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტად ჩაითვლება რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტა. “FinIC”-თან კომუნიკაციისთვის კი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტა: [email protected]
11.გარდამავალი დებულებები
11.1.თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ორმხრივი კეთილი ნებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად;
11.2.შეთანხმების ცალკეული პუნქტის ბათილობა არ იწვევს შეთანხმების დანარჩენი პუნქტის ბათილობას;
11.3.პირადი მონაცემების პოლიტიკაში კომპანიის მიერ დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ გროვდება და ინახება მომხმარებლის პირადი/კონფიდენციალური ინფორმაცია;
11.4.წინამდებარე შეთანხმების პირობები, კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკა და საიტის მოხმარების პირობები წარმოადგენს “FinIC”-სა და პარტნიორს შორის არსებულ მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი;
11.5.წინამდებარე შეთანხმების პირობებსა და ვებ-გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და წესებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესად გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების პირობები;
11.6.პარტნიორის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა ან/და “FinIC”-ის მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ პირობას;
11.7.“FinIC”-ი უფლებამოსილია, მომხმარებელთან შეთახნმების გარეშე ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პირობები.
ბოლო განახლების თარიღია 01 მაისი, 2025 წელი.